↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სული

ბრაუნი ფელიქს

2011-04-131 წთ საკითხავი764 ნახვა

—
ეძღვნება ჰანს კაროსას
სული არ არის უსხეულო. იგი წვენივითფესვსა და ყლორტში მოედინება.სულია ისიც, ხოჭოს ზურგზე, პეპელას ფრთებზეწერტილებად და რგოლისებრად რომ აფენია.ის არის სხივი, კაცს და ცხოველს თვალში რომ უდგას.თუმც შუბლებს მიღმა და ჩვენს ენებზეზოგჯერ ცრუ სულსაც გადუქროლია.მან წინ გაუსწრო ღმერთის სუნთქვას ისე საოცრად,როგორც ნიავმა, მოდენილმა უფლის ბაგედან,ოდესღაც ჩვენში ჩასახლებულმა.წყლის სიღრმიდანაც იმას ხაპავს ნათლისმცემელი,მოციქულებსაც თავზე ცეცხლად ის ეფრქვეოდა.ჩვენ კი კვლავ მიწა გვეძვირფასება.პოეტის მზერა ყველაფერს სწვდება:სამების სხივის კვალის ძებნაშიყველა სულდგმულის ბნელ სიღრმეში ის იხედება.იგი დაეძებს სამების სხივს და არა იმას,რაც ყველა სულდგმულს ატყუებს და აშორიშორებს.დაეძებს იმას, სტიქიის გულშიმათ რომ შეკრავს და გაამთლიანებს,რამაც ყოველი ყოველივედ უნდა გარდაქმნას.მაშ, შენც აღენთე სიყვარულის მსხვერპლის კოცნისას,კოცნას სიცოცხლე სიცოცხლითვე უმაგიერებს.დიახ: “სიცოცხლე სიცოცხლით ხარობს და ზეიმობა გულით სწადია”.ტკბილად შეგერგოს ღვინო და პური.ქორწილი არის დასაბამიც, სიყვარულიც, სიკვდილ-სიცოცხლეც.

ბრაუნი ფელიქს: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი