პოეზია · ლირიკა
მევიოლინე ქალის სიკვდილი
სულ ოთხმოცდარვა გაფრენა ჰქონდადიდ ფრანგ პილოტს ჟან დე ლა ნუისთავის ორლიდან ნიუ-იორკამდე –ნიუ-იორკიდან უკან, ორლიმდებედნიერად დასრულებული.ატლანტიკური ღრუბლების თავზე,ცაზე, რომელიც უხსოვარ დროშიმონტესუმას და კორტესს უხილავთ,ზვირთების თავზე, სადაც სიღრმეშიწყალმცენარეებს ზვიგენები შეჰფარებიან,სადაც გემები არ დაცურავენ,სადაც დელფინი არ დასრიალებს,მფრინავი თევზიც წყლის სიღრმეში არ გამოკრთება.უდაბნოეთში, რომლის ხსენებაცბავშვობიდანვე ჟრუანტელს გვგვრიდა,რუხყვითელი ტალღების თავზეთეთრ შხეფებშეყრილ ქულა ღრუბლებშიჟან დე ლა ნუის თავის შტურვალიგმირის ხელებით ეჭირა მტკიცედ.ოთხმოცდარვაჯერ დაეშვა იგიიქ, სადაც კოლუმბს კარაველას კიჩოდან შორითუცხო ნაპირი არ დაუზვერავს.პილოტთან ერთადიმ ხომალდში მსახურობდასულ შვიდი კაცი და ორი ქალი.ოცდათვრამეტ მგზავრს, სავარძლებში მსხდომს,მათთვის საფრენად მიენდო თავი.ამერიკელებს, ფრანგებსა და მრავალთა სხვათა,სულსწრაფ ხალხს, ვისაცგემი ნელი ეჩვენებოდა.დღემოკლეთ სურდათ დროის მოგება,ფულის მოგება - მიწათმორწმუნეთ,პატივმოყვარეთ დიდება სურდათ,ძალის დიდება სურდა მოკრივეს,ვინც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორისსუნთქავდა მხოლოდ, იმას სწყუროდა ჩემპიონობა.სურდა მსოფლიო ჩემპიონად აღიარება(ოღონდ ვიცით კი ჩემპიონად ვინ იწოდება?)ჰოდა, ისიც ხომ დიდებაა,ზეცის ლაჟვარდშიერთადერთი ვიოლინო რომ დანანაობს?მევიოლინეს დახრილ თავზე ჰანგებს დააღვრის,ქალს, ვისაც ძველი ვიოლინო უძვირფასესინიკაპითა და მხრით უჭირავს ნაზად, სათუთად.ვიოლინო - ო, ვიოლინო! - ძველთუძველესიოსტატს შენთვის არ შეუქმნია.იგი ხომ თვითონ არ უკრავდა,მას მხოლოდ ყურთან მიჰქონდა იგი,ხით და ჰაერით და სიმებითის ბგერებს გრძნობდა.ო, ვიოლინო ხემის გარეშეც ნეტარებითმას უმღეროდა.ოთხმოცდამეცხრედ დღეს მოვფრინავ დასავლეთისკენ,ფიქრობდა გულში დე ლა ნუი და, აი, მის ქვეშმწვანედ ხასხასებს პაწაწინა კუნძულთა წყება.სამხრეთული მთები ნაზია,კლდოვან კუნძულებს მწვერვალები არ აქვთ მაღალი.იქნებ, გავბედო და ახლოდან ვიხილო იგი?თუ უნახავს ვინმეს ციდან ეს სილამაზე?ნეტავ, რა ჰქვიათ? რუკა სად არის?სადღაც მივაგდე? არა, აქ არის! სანკტ მიხაელისკუნძულები ყოფილა თურმე.რა ლამაზია ეს სახელი. მეც ხომ მაქვს ფრთები,როგორც მიხაელს, ვინც სატანას მარცხი აგემა.ახლა ნელ-ნელა ქვემოთ ვეშვები.როგორ მიყვარხარ, მარტოსულო კუნძულო ჩემო,როგორც კაცთაგან ყველა სიშორე. –ო, მეგობრებო! არცერთ თქვენგანსარ უხილავს შავბნელი ხელი,იქვე, ახლოს ვერაგულად რომ დაფათურობს,ფარისევლურად გიალერსებს თითებზე ისე,რომ საფრთხეს სულ არ ელოდები და მცირე ადგილსუთმობ შტურვალთან, ზუსტად იმდენს, რამდენიც კმარაგადახვევა ვეღარ მოასწრო,ალვერიას კლდე შენს წინ როცა აღიმართება!ახ! ვინ უმღეროს შეჯახებას ან თუნდაც ვარდნას,ძველი, ჩამქრალი ვულკანიდან ამოფრქვეულ ცეცხლს,ან ვინ უმღეროს მოტორის მსხვრევას,როცა ხელიდან გაუსხლტება მავანს ხომალდი?უვიოლინოდ ვინ უმღეროს ამას ყველაფერს,თუკი ვერც მის ფერფლს, ვეღარც თავის ცხვრებსვერ იპოვიან ფარის მწყემსები?მევიოლინე ქალის ფერფლს ხომ ვერ იპოვიანვერც პაწაწინა ნორჩი ბატკნები. – ჟინეტ!ო, ჟინეტ ნევო! ანდრომედასებრვარსკვლავების ქვეშ რომ ხარ ჩასმული,რომლებიც ცაზე ჩანგისებურად განლაგებულან.ოღონდაც, ჟინეტ, იქ მარტო ხარ, უვიოლინოდდა თქვენს სიკვდილს ვერ დაუკრავ საბრალო სულებს,შენთან ერთად უსახელოდ ზეცაში ასულს.თუმცა ისინი სხვაგან მაინც იციმციმებენ.ჩანგში კი მხოლოდ შენი ძმა და შენ იციმციმებთ,ვისაც ოდესღაც ბავშვურ შიშებს უზიარებდი,კვლავ და-ძმურად გადაჯაჭვულხართთქვენს სიცოცხლეში უკანასკნელ შიშის წინაშე.მილივლივებდით და ყვიროდით, რომ ანგელოზსცეცხლის ალისგან მხოლოდ თქვენთვისიქნებ როგორმე გადაერჩინა ვიოლინოსტრადივარიუსის.შენ ხომ გიპოვეს და შენთან ერთად ვიოლინოც,გაშეშებული ხუთი თითით რომ ჩაფრენოდი,ახ, როცა უწინ ნაზად გეჭირა იგი!გეჭირა და დემონს არაფრით არ ანებებდი.განა მან მწვერვალს შენი ხომალდიამ ნადავლისთვის არ მიანარცხა?შენც, ვიოლინოს, მძინარეებს მოგაგნეს მერე,ხელი დაგავლეს და ორივე შინ წაგიყვანესკუპერინის, ცეზარ ფრანკის და რაველისდიდ სამყაროში,იქ განისვენებთ სამარადისოდ.მაგრამ თქვენ მაინც დაგტირიან ადამის ძენი,ოღონდ ტირილი ჩემი არ იყოს,ვისაც მართლა არ ეხერხება,მათ სურთ იმ კუნძულს დაადგან ფეხიდა საღამოხანს ალვერიას პიკზე ავიდნენ.როცა ღრუბლები შეფერადდება,ისინი მეჩხერ ბალახებში წამოწვებიანან ჩაცუცქულნი მშვიდ გარემოს აყურადებენ,მაგრამ ბალახში ხავერდოვანი მწვანე ფერისმხოლოდ ხვლიკი დაშარიშურობსდა სადღაც ნაზად იგალობებს ეული ჩიტი.ან სიოს მოაქვს თევზისა და მარილის სუნი,წყალმცენარეთა სუნთან შერწყმული.ცა იღრუბლება, თუმცა დიდხანს მოქუფრულ ღრუბლებსმეწამული არშიები გარს ახვევია.გვაცალე კიდევ ცოტახანს წოლა,გვაცალე ყური მივუგდოთ მანამ,სანამდე, ჟინეტ, ვიოლინო არ ამღერდება.ო, ჟინეტ, ხომ არ დაგვიწყებია -უვნებელ ხელში უვნებელი გიჭირავს იგი.მაშ, რაღას უცდი, აახმიანე,იგი ოქროსებრ ბგერებს ჩამოღვრის.ხემი არა გაქვს? დაგეწვა ხემი?შენ ვიოლინო გაფითრებულ ლოყასთან მიგაქვსდა იცდი, ვინმე ნეტარი სულიანგელოზის ხემს როდის მოგაწვდის.იქნებ იქ, გაღმა, სხვანაირი იციან დაკვრა?უვიოლინოდ, უხემოდაც კარგად უკრავენ?იქნებ სულები უხმოდ მღერიან?სიღატაკესაც არაფერი უჭირავს ხელში,მაგრამ ვინ მღერის მასავით ამოდ?