პოეზია · ლირიკა
ოდა წყლისპირას
ხალისიანად მოცეკვავე ახალგაზრდობისხმაურიანი ზეიმიდან გამოვიპარე.ტირიფების ქვეშ, წყლის ნაპირასჩამოვჯექიგაშლილ პალტოზეკბოდესთან ახლოს, ჯერაც ფხიზელ ბალახებს შორის.ტბის წიაღიდან, ერთი შეხე, როგორ გადმოდისდა მოდგაფუნებს ღამის ტრაუნი.როგორ ლაპლაპებს შუაწელზე,ვარსკვლავთა შუქით ოდნავ, ოდნავ განათებული.მაგრამტალღები ტბაში ბრუნდება,ლაჩარი ტალღა, კიდეებზე ჩამუქებული.კენწეროებში ქარი აღარ დანავარდობდა,მხოლოდ ბალახი ირხეოდა ქარის ქროლაზე,შუქის არილი სადაც ჯერაც არ ჩამქრალიყო,თრთოდა ნიავი.ხოლო იქ, სადაც ჩალის ღერო ჩემი ხელითცვარს ისრუტავდა,ღამის სიო საითკენღაც გარბოდა ჩუმად.უსახელოა, ო, მეგობრებო, მამის სიცოცხლემისგანვე ქმნილში. სახელარმქონეარის ვარსკვლავი, სახელარმქონე არის ყვავილი.უსახელოა მთა და წყალი და - შუქში ზემოთრომ შეფრთხიალდა, ისმოფარფატე, გრძნობაგრძელი, ჰაერში მფრენიც.უსახელოა ადამიანიც. მე აქ,ღამის ბრწყინვალებაშივსუნთქავ და ვხედავ, ხშირად მამისგან უკუგდებულსმკერდში ტირილი მიქვავდებამე, ანუ იმ კაცს, აღარაფერზე რომ არ ტირისდიდიხანია.ჰოდა, ნუგეშად რაღა უნდა დამრჩენოდა,თუ არა მხოლოდძმადნაფიცობა იმ უსახელოვარსკვლავქართან და ტალღების ჩქამთან?