↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოდა სიკვდილისადმი

ბრაუნი ფელიქს

2011-04-135 წთ საკითხავი760 ნახვა

—
შენს წინაშე შიშს ყველა უნდა გადავეჩვიოთ.ჩვენთან ერთად სადაც უნდა მიშრიალებდე,ეთერის ჩრდილთა სფეროებით სად მიგვიყვან,თუ არა ოდენ ნეტარების აღსავლის კართან?ჯერ იყო შიში. იფეთქა სისხლმაშეძრწუნებულმა, ჩვენი გულის პარკუჭებიდან,უეცარი დარტყმის პასუხად.მაგრამ მე უკვე დავფარფატებ,დამატარებენ დასვენებულს,ჩაკიდულ თავით, რომელსაც ჯერაც მიწაზესურს დაბრუნება. სატრფოს მკლავებში უნდა ჩავარდნა, მაგრამ იმ მკლავებსშეუძლიათ მხოლოდ მოტანა, იქ სიყვარულის გულზე ოდენ უნდა ილოცონ,რომლის არილი არის მზე და სხვა არაფერი.ო, მაცნევ, მაცნევ! რაც დავიღალე,მხოლოდ მას შემდეგ დავინახე შენი ნიშნები,რომელთა კითხვას მისხალ-მისხალ,თანდათან ვსწავლობ, -მაგრამ, ძვირფასო,ეს ნამდვილად მალე იქნება?სიამოვნებით მინდადღესვე რომ განგადიდო,ისევე, როგორც მეგობარი საღამოხანსუკვე ოთახს რთავს საყვარლისათვის,რომელსაც ელის.ის, მომლოდინე, მართალია ყოყმანით, მაგრამ ბაღიდან მაინცუკანასკნელ ვარდს და კოკორს ულამაზესსმოეზიდება, რომლებიც უყვარს და ამიტომაცდიდხანს უყურებს, სანამ ნანატრი მიჯნურისთვისმოსაწყვეტად გაიმეტებდეს,მოახლეები უკვე სადილს რომ უმზადებენ,ხოლო მსახურნი გრილი მარნიდანისეთ ღვინოს ამოუტანენ,მამა-პაპანი ქორწილისთვის რომ ინახავდნენ.დიახ, აქატის ფიალიდან ღვინოს მხოლოდ შენ შეგასმევენ,მაგრამ ფიალა შენ ხელიდან გაგივარდება.ეს - იმიტომ, რომ, ანგელოზო, მხოლოდ შენს თვალშიირეკლება წინასამყარო, რომელშიც ფრთებიჩვენ გარეშე შენ ვერ შეგიყვანს,იქ მხოლოდ ჩვენთან ერთად ძალგიძს იმყოფებოდე,თვალდავსებულო, შენ იქიდან გამოგაძევესდა თეთრ თვალებში აწ ჩრდილების ჯვარი წერია.ჯვრის შუაგულში უღრმეს სიღრმიდანნაპერწკლები ცვივა ოქროსფრად.ჩვენ ძარცვასა და გამოტყორცნას წინ აღვუდგებით და თავს ვუშველით,როგორც - ბავშვობის ავ სიზმარში, რომელიც მხოლოდსიცხით გათანგულთ გვიბრუნდება, სადაც ჭაობშისნეული შუქი კვლავ ჯიუტად აირეკლება და გულს გვიფლეთავს.რაო, რაო, ნაზი ჩურჩულით ვითომ არ თქმულა,ზემიწიერნი ღიმილით რომ საუბრობენკაცთა გეგმებზე?არა, სულებო, მე ხომ კარგად მომეხსენება,იქ ყველაფერი სხვაგვარადაა და არა ისე,ჩვენ რომ გვგონია.მაგრამ ის ვიცი, უღრმესია ერთი ადგილი,თავად სიცოცხლეს გარდაქმნის გზითრომ გადაადნობს ისევ სიცოცხლედ.ეს საიდუმლო უსახელოა, წმინდათაწმინდა,მას კურთხეული ბაგეც ვერ ახსნის,თუმც იგი მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.თუკი მან, ღმერთმა, შექმნა სამყარო,რომელიც, ვიცით, არის თვითონვე,მას გაახარებს ყოვლადქცევა, სანამ ყოველი სახიფათო თამაშ-თამაშითყოველივეზე ჯერ არ გაცვლილა.რადგან მკვლელობაც და სიყვარულიც მის სისხლს ხარბად დაეწაფება.მის სუნთქვის კანონს ლაღად ბაძავს ზღვა უსასრულო,უფრო ნაზად კი - ხის ფოთლები მისი ყოფნის დიად მსვლელობას,ხოლო პეპელა ფრთაშესხმული ისე ფარფატებს,ჩვენ რომ ვფარფატებთ დასასრულში ჩასაკარგავად.და მიგვითითებს საკმაოდ მკაცრად,რომ მოკვდავნი გარდასახვის სამ საფეხურს სრულად გავივლით:სიჩლუნგის ხანას, ჩაღრმავებას, ბოლოს აღდგომას.ეს სიგიჟეა, რასაც ახლა მართლა გავბედავდა თქვენ გეტყვით, ყოვლისმცოდნენო:იმ ადამიანს, განგის წყალი რომ არ შეუსვამსდა ნილოსისგან არ ყოფილა გამოკვებილი,ვერა ძალა ვერ გაურღვევს იმ ვიწრო მიჯნასუზარმაზარ ჰორიზონტების, მის თვალის კაკალსცასაც კი მცირედ რომ მოაჩვენებს.მაგრამ ღონივრად ზევით აფრენითშენ ლურჯ შუშისებრ კედელს გაარღვევ,ღია ცის მიღმა აღმოჩნდები და ჩვენც აგვიყვანიქ, სადაც სხივთა ნაპირებიდან ნეტარებით გამოიჭვრიტავსპირველი სხივი სულთა სადგომის.იქ წამიყვანე! აღარ დაუშვა - დედამიწაზეკვლავ დავიბადო ადამიანად!არც ვაჟიშვილი მინდა ვიყო, აღარც ძმა,აღარც - მეგობარი და აღარც – ოი, რომ იცოდეთ,რა მართალი ვარ,როცა სიყვარულს აღარ მოვითხოვ.რა ტკივილითაც ჩვენ ვარგუნებთ ქალებს სიყვარულს,იმ ტკივილითვე მას ვღებულობთ ცხოვრებისაგან.სიყვარულით სავსე ხელებში, მკლავებს შორის,მკერდებს შორის და ამ ქალთა სათუთ გულებზე.ვნების გამო რომ არად ვაგდებთჭკვიანურ აზრებს,უბიწოებას, ღვთიურობას თავს რომ ვარიდებთ,მაშინ რატომღა უნდა გვეგონოს, რომ ისინითავიანთი ხარბი ტუჩებით სიყვარულით, გულით გვკოცნიან?და სადაც მათში ვიძირებით, იქ არ არის ოქროს უფსკრული,თუნდაც იქ ჯვარი გამოსჩანდეს გამოსახული.საით მისხლტება ახლა ფიქრები, ნუთუ მაცდუნებსკვლავ მოგონება დედამიწისა? ნუთუ იქამდეარ ვარ მისული, რომ ლოდინში გარინდებული და სანახევროდთვალდახუჭული ვიჯდე ჩანგრეულ ცივ კერიასთან,სად ცეცხლი ალბათ ჩამქრალია უხსოვარ დროში?რაკიღა თითით შემიძლია ცივ ნაცარში ლექსები ვწერო?აი, ეს ლექსიც რუხ ნაცარში დამიწერია.ო, მოდი, მოდი! რა დუნედაც უნდა გეძახდე,ეჭვებით თავი მიმძიმდებადა თავს დაბლა ვხრი: ნუთუ, შენა ხარ,პირველად რწმენით ანბანის წიგნში რომ შემოგხედეთ?ნუთუ, ღმერთია ეს საშინელი, მკაცრი მოხუცი,მისი წვერის დანახვაზე რომ გვაჟრიალებს?მამაკაცების ტუჩ-პირს მომდგარ თეთრ და ხშირ წვერში,თუ განგირისხდა, თეთრი კბილებიმხოლოდ მაშინ თუ გამოკრთება? არა, ღმერთი სხვანაირია:არ არის მამა, არ უყვარს, არ სჯისდა შენც მისი ანგელოზი არა ხარ, არა:არც დიდი ძალის გამოვლენისას,არც დაცემისას და არც მერე, წამოდგომისას.ვიცი, უხეშად როგორ გამჭიმავ,შეუბრალებლად დამაშორებ დღის შუქს, ყვავილებს სამარადისოდ,მწვანე მინდვრების ალიონის შუქით შემოსილს.მე დამრჩენია მხოლოდ ტკივილი!იგი თავზე მზეს ჩამომამხობსდა სამყაროსაც ზედ მიაყოლებს და მერე მათგანქაოსს, ჩრდილებს, უკუნეთს შექმნის.

ბრაუნი ფელიქს: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი