↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეგობარი

ბრაუნი ფელიქს

2011-04-134 წთ საკითხავი769 ნახვა

—
ის, რაც მე შენთვის გამინდვია, ვინ იცის ახლა?ის, რაც შენს მეტმა არვინ უწყოდა, ვინ უჩურჩულებსერთ-ერთ აჩრდილს და თან ანიშნებს,რომ არაფერი გამიგონია?ო, საყვარელო, ყოველთვის, მუდამსასურველო! როგორ შესძელიხუმრობითა და მანჭვა-გრეხით ისე შენიღბვა,რომ არაფერი შემიმჩნევია – თურმე სარკის წინშეძრწუნებულს სული გითრთოდა. მისი შიშველისაიდუმლო, იქ არეკლილი,ყოველღამე გაოგნებას იწვევდა შენში?ო, ღმერთო ჩემო, ჩვენ მეგობრებსაცვუმალავთ იმას, რაც ზურგს გვაქცევს,და შენც ის გრძნობა, რასაც სულაც არ გაურბოდი,მაშინვე მხოლოდ იმ ერთადერთს მიანიშნე,ვინც განგვერიდა.ოღონდ, ვაი, რომ ნავსაყუდლადშენ ჩემი გული არ აირჩიე.დღეს შემოდგომის პირველი დღეა. შენ აღარ გახსოვს,ზღვის სველ სიოს როგორ მოაქვს ჩვენსკენ სიცივე,როგორ იკვალავს გზას დუნე ნისლში,შუადღემდე რომ მოიზლაზნება.შენ დაგავიწყდა, რომ მქრქალ მინდვრებზეაფენია ხმელი აგვიტი,აჩრდილებივით ამოდიან ლილისფერი სათოვლიებიდა ვერცხლისფერი თავები გვიმრისმთვარის გარშემო მიმობნეულ ვარსკვლავებს ჰგვანან.ზემოთ, უმზეო ქარაფებზე მოციმციმე ნაზი სითეთრეახალი თოვლი გეგონება.ხოლო ქვემოთ, გლეხურ ბაღებში, ყვითლად ღუიანსადაფნი და ქრიზანთემები. მაშ, ჩაგვატარენაშუადღევს ტბის ნაპირებზე, ოღონდგოსლამდე ნუ მიგვიყვან, იგი შორსაა,შენ ხომ არ გიყვარს სიარული,სამაგიეროდ გიყვარს სოფლისპატარ-პატარა სასტუმროები.იქ გემოს ატან უბრალო კერძებს,მარდი გოგონა ხალისით რომ მოგვართმევს ხოლმე.რაკი თუთუნი გაახვიე აუჩქარებლად,რაღა გვაკლია გულითადი საუბრისათვის?ამ დროს უეცრად ტბის ტალღები უფრო ღონივრადმოასკდება ქვით ნაგებ შვერილს, რაზეც ვერანდაარის მკვიდრად დაშენებული.ადრეულ დაისს ზოგჯერ ქარის სუსხი ერევა,შენ ხელს მიაწვდენ ალპურ მოსასხამს,უხერხულად მოიგდებ მხრებზედა კვლავ სიგარეტს მიუბრუნდები,თუმც მოკიდებას ამაოდ ლამობ,თითქოს ნიავი ჭინკასავით გეთამაშებადა ალს გტაცებს ანცად და მარდად.შემდეგ ესპანელ მწერლებს ახსენებ,კალდერონსა და ლოპე დე ვეგას,და არც სმეტანას „გაყიდული პატარძალი“ არგავიწყდება,უცრემლოდ რომ არასოდეს მოგისმენია.მერე იხსენებ ჩვენს პოეტებს, გრილპარცერს,ნესტროს,არც მეგობრები არ გავიწყდება.ოღონდ ყველაფერს გირჩევნიამხოლოდ ქალებზე ლაპარაკობდე,რადგანაც შენთვის დედამიწას მათი რონინი ალამაზებდა.მაინც არცერთი ქალთაგანი შინ არ წამოგყვა,რადგან ბევრისკენ გაგირბოდა ყოველთვის თვალი.თვალს არ აშორებ ახლაც ცბიერ ქალს, რომ გვეკითხებააქ გარეთ ძალზე ხომ არ ცივაო (რადგანაც ჩვენიმოშორება უნდა თავიდან). შენ მძიმედ დგები –აქ ხომ ჯდომა გსიამოვნებდა. მე გული დიდხანსმაინც არსად არ მიდგებოდა,რაიც ყოველთვის გულისწყრომას იწვევდა შენში,წინ დიდი გზა გვაქვს და საუბარიც მრუმე ღამეშიუკეთესია. ბევრი რამ მინდა ახლა გიამბო.ნეტავ, ვისა აქვს შენებრ დიდი მოსმენის ნიჭიდა მოთმინება. ფრთხილად იყავი!ხედავ, ჭადარი როგორ ჩრდილავს საკუთარ ფესვებს?სახლში საყვარლად ინთება შუქი.ვახშამზე უკვე დავაგვიანეთ.ტბაზე მიცურავს ეული ნავი და ნიჩბებს, ალბათ, მიჯდომიაშვედი ასული, შენ საალერსო სახელი რომ შეგირქმევია.ახ, ამბობ ახლაც და ხელს აიქნევ, ალბათ ვიღაცთავქარიანი მას უეჭველად უზისო ნავში.ჩვენ ვლაპარაკობთ შვედ ასულზე, სხვა გოგონებზეც,საჩვენო სულაც რომ არ არიან, თითქოს უფლებაგვქონდეს იმედის. და აი აქ დგას შენი სახლი.ღამემ ისევე გადაჩრდილა ჩვენი საღამო,როგორც ჭადარმა თავის ფესვები.რა დროა ახლა? შენი სახლის წინ დავყუდებულვარ,შენ იქ შეხვედი, ოღონდ ჯერაც არ გამოსულხარ.თითქოსდა ყველა ფანჯარაში ჩამქრალა შუქი.ყველა სტუმარი, ალბათ, ვახშმობს, შენ კი რასა იქმ,ჭიშკრიდან რომ არ გამოდიხარ? სახლს ირგვლივ ისევ ახვევიამრუმე სიბნელე, ვერც კედლებს ვარჩევ, ვეღარც სახურავს.მაშ, რა მღლის ასე? ყველაფერს სჯობდა,შენს ოთახში რომ მომენახე.ნეტავ ჭიშკარი რატომ იყო გამოკეტილი?ვინ გადასწია შიდა ურდული?ახლა ვერავინ, გვიან მოსული, სახლში თავისით ვეღარ შეაღწევს.უეცრად მივხვდი, რომ ყველას სძინავს, შენც გძინავს ალბათდა მეც ძილი უცებ მერევა. ნეტავ სადამდე გაგრძელდებაჩემი ლოდინი ღამეულ ქარში? იქნებ შენ კიბითჩამოდიხარ, ურდულსაც გასწევ. მაშინ ჭიშკარიგაიღება და შემომიშვებს თავის წიაღში.

ბრაუნი ფელიქს: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი