↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის ოდა

ბრაუნი ფელიქს

2011-04-131 წთ საკითხავი761 ნახვა

—
ჩიტის კვერცხივით წითელ-ყვითელიჭინჭრებქვეშ ყრია ბალახში მსხალი.ჩაცუცქებულან ბავშვები ხის ქვეშ,იტკბარუნებენ პირს მწიფე მსხლებით.მათ თითებშუა მოწვეთავს წვენი,რომელიც უკან, მიწაშივე ჩაედინება,როგორც სურვილი უკვე დამცხრალი.მოტეხილ ბალბას, ზაფხულიდანშემორჩენილს, ჯოხზე ვამაგრებ,რათა ლაფანმა უფრო დიდხანს გააძლებინოს,თუნდაც დილამდე აცოცხლოს იგიდამსხვრეული ცხოვრების წიაღ.ღიმილით მიმზერს ვინმე მოხუცი, უცხო მებაღე,ცელს აღარ იქნევს, რადგან ფეხებთანშეუნიშნავს მქრქალი ყვავილი,იმ ყვავილიდან სიმღერ-სიმღერითპეპელას სახემიღებული ჩემი სულიმეტად აღარ ამოფრენილა,უნაყოფობის სამყაროში თითქოს ძილი მონდომებოდეს.

ბრაუნი ფელიქს: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი