↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გულისძგერა

ბრაუნი ფელიქს

2011-04-134 წთ საკითხავი767 ნახვა

—
ნეტავ ვიცოდე, მიცვალებულებსახსოვთ თუ არატყის ნაკადულის ჩუმი რაკრაკი? ან - ვარდისფერიღრუბლების წყება მწუხრის ეთერში?ან - მარწყვის სიტკბო, პირში რომ დნება?მათ უსასრულო არარაში გაქცევიათ თავისი ყოფა.სამაგიეროდ ის არარა ხომ სავსეაიმ პირველქმნილი სიყვარულით,მის წინაშე მოკვდავთ შიშით რომ აცახცახებს.ჭექა-ქუხილი –ოდესღაც რომ წამიკითხავს ჰუმბოლტის წიგნში –ჩვენს ანტიპოდებს ფეხქვეშ გრუხუნით ემუქრებოდა.ოღონდ რომელი ღრუბლებიდან გამოსხლტებაუეცრად ელვა? არა ოქროსფრად, არამედ შავადრომ დაგელავს კენწეროებში.ალის ენები არ ავარდება, იგი ისე დაეძგერებაჩახლართულ ფესვებს.ეჰ, ჩვენი ფესვი, რომ არ ვიცით, საით მიილტვის?ხეს აქვს ძარღვები, შიგ უდგას წვენი. ჯიუტთხიერადრომ მოწანწკარებს, ის კი სისხლია, ოღონდ თუ ვიცით,იგი მტკიცედ რას ეჭიდება?ფესვები არის ჩვენი გული. ვაი რომ ფესვებსმუხანათურად ეპარება ვეება გველი,ხის ძირს ყვითელი ღრუბელივით, ვითომ მთვლემარერომ ახვევია.შენ კურთხეული სახლის კარი გამოიხურე,გულს გიხარებდა მადლიერი დამშვიდობება.მრუმე ღამეში, ფარნების შუქზექუჩა ზუსტად იქ გადაკვეთე,სად ბოძკინტებზე ეკიდა ფარი და თეთრ-წითელტრამვაის ვაგონს გაჩერებას აიძულებდა.გაჩერებაზე რამდენიმე თუ იდგა მგზავრი. გიჟმაჟმა ქარმაკვლავ ლოყაზე მოგიალერსა. ცაზე გაბნეულვარსკვლავთაგანერთი ვარსკვლავი ნაღვლიანად ჩამოგცქეროდა.ყრუდ ჩაგესმოდა შორეული ფორნის რახრახი.შენი ნატიფი, თლილი თითებით პირიდან ფერფლით დამძიმებულსიგარეტს იღებ, ფერთხავ ჰაერში, რაც დღეს უკვეშენ თვითონა ხარ.ბუნდოვან ფიქრებს ვერ გაექეცი,ზაფხულის დამდეგს იალაღებს ნათლად ხედავდიდაწაფებულთ ალპური ტბის დატალღულ წყალზე.თუ მიმოდიან კვლავ გოგონები ჟინით აღსავსეგაშტერებულ თვალთა წინაშე?ალბათ მოგიკრავს ჩემთვის თვალი, როცა წყლის პირასმარტოდმარტო დავეხეტები, მანამ, სანამ ჩემს ხატებაშირაღაც უცხო და ცოცხალი არ გამოკრთება. შენ ფიქრობდი:ბოლოსდაბოლოს ხვალ მივწერ წერილს. ანდა გრძნობდი:რომ დღეს ძილის წინ შევშინდებოდი და ვერაფრითავხსნიდი მიზეზს.ტკივილი ჩემი შენ ხომ თვალით ვერ დაინახე.ვინ არის, ნეტავ, ის ბებრული, მომცრო ფიგურა,უხმოდ, უჩინრად თავის თავში რომ ჩაძირულა?რუხ ფილაქანზე დაეცა იგი. შენ კი მაშინვეშეშინებულთა რკალმა დაგფარა. მათგან ერთ-ერთიახლა უკვე შენსკენ დახრილა. ახ, იმ უცნობმა უკვე იცოდა,უხილავ ელვას მეძებარივით რომ ეპოვა ერთი ბილიკი,შენს გულისგულში რომ მიდიოდა.ის გული იყო, იმედით სავსე მოდარაჯე ყურსასე ბრიყვულად რომ გაუჩუმდა. და ახლა თვალიმან სხვებს მიაპყრო. მხრებმა მაშინვეჩიტებივით შეიფრთხიალეს. რადგან შენ უკვე გაფრენილიყავ,ხოლო ახლა წევხარ ქვაზე, ვით უსახლკარო, ვით მათხოვარიდა ღრმა ძილით, ქვასავით გძინავს.ო, მეგობრებო! ვის ძალუძს, ნეტავ, რომ გაზომოსსამყაროს წამი უზარმაზარი, რომელშიც ჟამი მარადისობასკვლავ უბრუნდება? რომელსაც მხოლოდ ჩვენი სხეულიემორჩილება? (რადგან ჩვენს სხეულს გამართულად მხოლოდ სულიგვატარებინებს). ო, წამო, წამო,მოუსავლეთში შენ გადაგვტყორცნი!რაც თავი მახსოვს, თოვლის სიოზე არის იგი უფრო მსუბუქი.ისე მსუბუქი, რომ ვინც ჯერაც ისევ ამტკიცებს,თითქოს კვლავ ცოცხლობს, ანდა სადმე არსებობს აწმყო,რომელსაც იგი დაჰკანკალებს, გრძნობებს ახარჯავს,ცრუობს! რადგანაც აღარაფერი აღარ არსებობს.მაშ ჩამივარდით, მეგობრებო, გაშლილ მკლავებში,მკლავი ღამისკენ მაქვს გაშვერილი!ჩაახშეთ სიტყვა იმ პირიდან გადმონთხეული,მეტისმეტად ხმამაღლა რომ მოთქვამს და გოდებს!თუკი სისხლის წვეთს, გზააბნეულს შეუძლიამზის დაბნელება, თუკი ჩერდებაჩვენი გული სიცოცხლის მჩენი,თუკი შესაქმეს შეჩერება ვარსკვლავედთა დაღუპვას ნიშნავს,მაშინ ჩვენ რაღა დაგვრჩენია,უნდა განვიხვნეთ და, ვით ორფევსი, ოღონდსიმების აუჟღერებლად, ხელის ცეცებით შთავიდეთ მღვიმეს.მარტოდენ ეს თუ აგვაშორებსცოცხლადყოფნის დამთრგუნველ სირცხვილს.მაშინ ხომ აღარ განვერიდებითჩვენს საკუთარ საბრალო გულებს,რომლებიც ძგერას განაგრძობენ,მაშინ როცა წინარე გულში ბევრი ძვირფასირამ განისვენებს, რასაც ამრეზით ყურს ვუგდებთ ხოლმე?

ბრაუნი ფელიქს: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი