პოეზია · ლირიკა
წვდომა
ისწავლე ცნობა საიდუმლო წერილისა,იმ ათას ამბავს რომ მოგვითხრობს,რაც თავს ოდესმე გადაგვხდენია.უფალი ღმერთი სიტყვებით ხომ არ ლაპარაკობს,ის ქმნილებებში ცხადდება მხოლოდმარადიული, წინარეგონი,სულ მცირედიც რომ არ ავიწყდება.ნეტავი იმას, ვისაც კითხვა შეძლებიაარკადიაში!ჩვენ კი ჭენება გვახარებდა ბედაურების,ქვემოთ, ჭალასთან, ბობოქარი მდინარის პირასფართოდ გადაშლილ იალაღებზე,სადაც ღარიბი გოგონებიღონიერი თეთრი ხელებითან ავლებდნენ ან მზის გულზეგასათეთრებლად აფენდნენ სარეცხს.ან მღეროდნენ მწუხრის სიმღერას,მათი მთელი დღის ნაჯაფარი ფორნებში რომიტვირთებოდაანდა ეკიდა ხეებს შორისდუნედ გაბმულ გრძელ-გრძელ თოკებზე.აქ დაგვეძგერა ნაპერწკალი, ნასროლი თვალით,აქ მოგვჭრა თვალი მკლავების დაკეფის კანის თეთრად კიაფმა.ტკბილ-მწყაზარი ხმით ეს თავისკენ მოხმობას ნიშნავს.მეც ხომ ყოველდღე ვუთვალთვალებ საქმის დროსგახსნილ გულისპირიდან გამომკრთალი მკერდის სითეთრეს,აქედან მერგო ეს ბედისწერა, რომელსაც დღემდემოვათრევ და მოვეზიდები.ბრძენი რომ ვიყო, მაშინ ხომ არ გამომრჩებოდადაღი, ნიშანი უტყუარი ძუნწი ტუჩ-პირის,რადგანაც ნდომას ამ ცისქვეშეთშისაფრთხეზე ტკბილი არაფერი მოუგონია.სიყვარულიც ხომ სიკვდილია, ოღონდ სხვაგვარი,არა ისეთი, სამუდამოდ თან რომ წაგვიყვანს.ბევრი რამ იყო საცდუნებელი, შენ კი ხუმრობას არ იშლიდი,მასხრად იგდებდი ვითომ ცრურწმენას,გული კი შიშით გეწურებოდადა შენსას მაინც არ იშლიდი, ბრმა სიჯიუტითუკეთურებას შენ სჩადიოდი. ამაო იყო ღმერთების გარჯა -უკეთურებას განრიდებოდი.მაგრამ რას იზამ, ალბათ ესეც ღვთის ნება იყო,თორემ გული უფრო ნამცეცა, უფრო ზვიადი გაგიხდებოდა,გულზვიადობა, რაც პოეტებს მუდამ თანა სდევს,გარდაქმნის ძალას გიდამბლავებდა.გწამდეს მარადის, ყველაფერ ამასღვთიური ძალა სიკეთით სჩადის,თუნდაც იმით, რომ ხშირად გვაფრთხობს,თავისსავე ქმნილს სუდარას რომ გადაგაფარებს.ო, მე რომ კითხვა შემძლებოდაგვიან, როდესაც ღამის ჰაერიჩაშავებულ წყლის ზედაპირზე დალივლივებდა,როცა ლერწამში უცხო ხმების დუდუნი ისმის,იქ, შიგნით ნეტავ რა მოძრაობს, რა იმალება,აჩრდილებია თუ ჩიტები, ვინ რას გაიგებს?ეს ყველაფერი კარგად უწყის ერთმა მოხუცმა,რომელიც მტკიცე ნაბიჯებით ორჩხომელისკენ მიემართება,პალოდან ჯაჭვს ხსნის გაუჭირვებლად,უნიჩბო ნავში გულმშვიდად ჯდება.ნავს არც საჭე აქვს, მაგრამ მოხუცმაის ღია ზღვაში უკვე ზვირთებზე გადაატარა.