პოეზია · ლირიკა
*** "სადაც სიტყვაა"
სადაც სიტყვაა,სადაც სახლი,სადაც ბავშვობა,რაც კი უძრავად გადაურჩა დროის ქარიშხლებს...ჩემი სამშობლოს სიყვარული საგანგაშოა -ხელს ნუ გამიშვებ!დრო აღარ იცდის,დრო შორს მიდისზუსტი განრიგით,თუმც ვეღარაფერს დააბრუნებ უკან ვერასდროს" სამშობლო უფრო ღმა არისო და უფრო შიგნით"- მესმის ჰელადოს!სადაც გულია,სადაც მე ვარ,სადაც ქრისტეა...ნუ შემომიჭერ მავთულხლართებსყელზე ყულფებად,ჩემი გონება ეროვნული ანარქისტია,ჩემი იდეა - თავისუფლება!მე - სახსოვარი: პოეზიის ყველა სტიქია.ცხელი ტყვიები,აფხაზეთი,მითხრა - გადავრჩე.ჩემზე არავის ისე ძლიერ არ უფიქრია,როგორც სიკვდილის პირას მამაჩემს.