↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "წვიმს..."

ჭინჭარაული ნათია

2026-07-181 წთ საკითხავი1312 ნახვა

—
წვიმს... ახლა მხოლოდ ურჩი დღეების ხმაა, გაფრენის, წასვლის...
წვიმს, მეც ცასავით გამოვიძინებ ამ შავი მიწის შიგნით,
ჩაის სვამს მშვიდად ჩემი აჩრდილი, ჩემი სხეულის ასლი,
გადაშლილი აქვს წიგნი...
წვიმს... და იგრძნობა სხვათა სახურავს ცა როგორ უშენს წვეთებს...
მე მაწვიმს, ჩემს სახლს ჩალა ახურავს,
ვერაფრით შევაკეთე…
ჭინჭარაული ნათია

ჭინჭარაული ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი