პოეზია · ლირიკა
* * * "გთხოვ, ამ თხელ თითებს"
გთხოვ,ამ თხელ თითებსნუ შეადრიზაფხულის ნიავს,სიკვდილს ვცნობ ზურგითაქერონის ნავზე დამტოვა.ვგავარ ქარიშხალს, ღამეებს რომ ანგრევს და მიაქვს,როცა მარტო ვარ.გავაღებ კარებს ფართოდ და ღიად,გადაუღებლად წვიმს მერამდენედ,ვემეგობრები ასეთ ნაღვლიანდღეებს,ჩიტებს,და გაბმულსადენებს.თვალს არ ვადევნებგასულ „ნიუსებს“,„შოუს“,გაზეთებს,ამბებსსტამბიდან,მაგ მატარებელს ვეღარ მივუსწრებუკვე გავიდა.იმ სადგურიდან, სადაც ლიანდაგს,სადაც ჟანგსადა გამხმარ გენტიანს,მზე აღარაფრით აღარ მიადგა,ახალს ვერაფერსვეღარ მეტყვიან.ეგ არაფერი,აჰა ჩემი გამხდარი ხელი,ნუ შეშინდებიმსგავსი სიცივით...წარმომიდგინე, მზის გულზე ვდგავარ,ვდგავარ და მთელი გულით ვიცინი.