↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მზე გამჭვირვალე ჭიუხების ჭებში ბრჭყვიალებს"

ჭინჭარაული ნათია

2026-07-181 წთ საკითხავი1510 ნახვა

—
მზეგამჭვირვალეჭიუხებისჭებშიბრჭყვიალებს,წელზე ეხსნება ოქროსფერისხივთა ბალთები,ღამე ღრუბლებმა იხმაურეს, იხეტიალესდა ზეწრებივით აიფარეს მთების კალთები.
აქ, ჩვეულებრივტანსაცმელიბალახის სუნითგაგეჟღინთება და სიზმრებისხვის ძილს ბარდება...შემოდის ნისლი ქისტეთიდან, როგორც მუსლიმიდა შენს თვალებთან შეხვედრისას ქრისტიანდება.
გამომშრალ მიწასწვიმა, ალბათ,ყელსღა დაულბობს,წლების წვალებამსწრაფლწარმავალ წყალმა წალეკა...შენ ვერ გაიგებ, თუ არ ნახე, რაზე ვსაუბრობ...ქარი ვარსკვლავებს შეუბრუნდა გამოსარეკადგაღმით...
ჭინჭარაული ნათია

ჭინჭარაული ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი