↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ჩემს ერთგულ ლანდებსაც"

ჭინჭარაული ნათია

2026-07-181 წთ საკითხავი1315 ნახვა

—
ჩემს ერთგულ ლანდებსაც ღმერთი ყავთ თავისი...თენდება და ვუსმენდიალოგს ჩიტების,ეს ღამე აღარცერთ სიზმარს არ გაისვრისგამოვიფიტები.აქ არ ხარ, მარტო ვარ,სევდაა რამხელა,ხანდახან ფიქრები აქრობენ მანძილებს..ვერ გხედავ და თვალის ყოველი გახელა..მამძიმებს...ცისპირი არ ვიცი როგორ ჩანსშენიდან,დგას ღამის სიზმართა ჩვეული სიმწიფე..ვუყურებ რომ მთვარე ღრუბლებში შევიდა,ზურგით დგას მიწისკენ.ვბრუვდები...ვბრუნდები...ბავშვობის სახლში ვარ...წარსულის ნიავი ქარდება ხანდახანდა სანამ ჭრილობა ბოლომდე გახსნილა,სადა ხარ?!კედლებზე ჩრდილები აწყობენ სეანსებს,ყვებიან ქარები თხზულებებს უბნების,ვიცი, შენს არყოფნას ვერაფრით შევავსებ...ვჩუმდები.შენ იქ ხარ, მზემ გული იბრუნა საითაც,ვგრძნობ, ეჭვის თვალებით მიყურებს აბსურდი,იწვიმებს, ცა სევდის მუსიკას ჩამირთავსდაბრუნდი...
ჭინჭარაული ნათია

ჭინჭარაული ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი