პოეზია · ლირიკა
აგვისტო, 1968 წელი
თავისუფლება, - მას რუსულად "სვობოდა" ჰქვია, -ხელებშეკრული ჩაიყვანეს პრაღიდან მოსკოვს...თავისუფლება თავისთავად მშვენიერია,მშვენიერი კი, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტია,ჭეშმარიტება კი უთუოდ სიმართლეს ნიშნავს,რასაც რუსულად "პრავდა" ჰქვია... ჰოდა, ეს "პრავდა"იუწყებოდა იმ დღეებში: "გუშინ მოსკოვისვობოდას შეხვდა ტაშითა და ყვავილებითო"..................მერე - აგვისტოს მზემ გადაწვა ლორთქო ბალახი,მერე - ვაცლავის მოედანზე ხალხი მოგროვდა,ჩირაღდანივით აბრიალდა იან პალახიდა ყველასათვის ცხადი გახდა - რაა "სვობოდა"!