პოეზია · ლირიკა
* * * რა შუაშია საყვირი?
"...გარემოების საყვირი..."ა. წერეთელი
"...მე ხომ სტვირი ვარ..."ა. კალანდაძე
რა შუაშია საყვირი?რა შუაშია სტვირი?ჩვეულებრივი კაცი ვარ, -ხან ვიცინი, ხან ვტირი.
არავის მივცემ უფლებას,უფალი იყოს თუნდაც! -ხელში ამიღოს, ჩამბეროს,მიმღეროს როგორც უნდა!