პოეზია · ლირიკა
* * * "რამდენი ჩვენგან წასული კაცის"
მსახიობ გიორგი შავგულიძის ხსოვნას
რამდენი ჩვენგან წასული კაცისვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც _კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს _კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.მისი დაკარგვის მწარეა განცდა(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან _კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,თვალს მოვკრავთ ღიმილს _ნაცნობს და ალალს,წარმოგვიდგება ძვირფასი სახეკაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს...და თითქოს ვითვლით _ ისევ და ისევგულში დაგროვილ სიკეთის მარაგსდა ღმერთს ვთხოვთ:ღმერთო, გვაცხოვრე ისე,რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!