პოეზია · ლირიკა
* * * დრომ დამაბერა და დამარბია
დრომ დამაბერა და დამარბია,გამიცამტვერა ნატვრა ყოველი,მაინც ხვალინდელ დღისკენ გავრბივარ,ვით უსინათლო მარათონელი.სულ ასე ვირბენ... ღმერთის შეწევნითარც დავეცემი გზაზე მოხუციდა თუ მომავალს ვერ დავეწევი,გავჩერდები და... წარსულს მოვუცდი!