პოეზია · ლირიკა
Post Scriptum
მე ვწერ უბრალო, გაცვეთილ სიტყვებს(მათ ვანაცვალე ჩემი ლექსები!), _მე ამ სიტყვებში ჩემ ნათელ სიყრმეს,ჩემ ტკბილ ბავშვობას ვეალერსები.განა არ მესმის სიახლის ყადრი?(სახელისათვის მეც მიომია!)და მაინც ძველი "დარდი" და "ვარდი"ყველაზე კარგი რითმა მგონია.ბანალობაა? თუ გულის სითბოდა ის ბავშვური მიამიტობა,რომელიც უფრო აცოცხლებს სტრიქონს,ვიდრე რითმები ან ურითმობა?!ბანალობაა? ვიყოთ მართლები(ვის რად სჭირდება დამალობანა),ბოლოს და ბოლოს სუყველაფერი,რაც ძვირფასია _ ბანალობაა!ბანალურია დედის ალერსიდა საქართველოს ძველი დიდებადა ის ნათელი, ქალის თვალებშიჩვენს დანახვაზე რომ გაბრწყინდება,ისიც ძველია, როგორც ნახმარისიტყვა, გამოთქმა... თუნდაც წერტილი!და პოეზიაც _ მუდამ ახალი, _ბანალურია და გაცვეთილი.როგორც ცხოვრების მოკლე ღამეშიწამით დათრობა, თავდავიწყება...როგორც ჩემს მიერ ახლა, ამ ლექსში,ახირებული აზრის მტკიცება!