↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ბედი"

ქვლივიძე მიხეილ

2014-05-121 წთ საკითხავი5518 ნახვა

—
ბედი ამქვეყნად არვის უმართლებს,ჭირთა მოთმენა _ კაცთა ნიჭიადა ჰა, ქართველმა თავის სუფრაზეთვითონ სიკვდილიც შემოიჩვია!შემოიჩვია, გვერდით დაისვა,ვით სანაქებო ვინმე სტუმარიდა სამუდამოდ გაითავისამისი ტკივილი და საზრუნავი.სადღეგრძელოებს, სალამს, სამძიმარსმოჰყვა იმქვეყნად წასულთ ხსენებადა ყოველდღიურ ყოფად გადიქცაპანაშვიდები თუ გასვენება...მოთვინიერდა ლანდი ბოროტი, _დღეთა ფერხულში ისიც ჩაება,და აღარ ძალუძს სასტიკ მოლოდინსჩვენი გულების დაბეჩავება.და მე არ მესმის: ვის, რად დასჭირდა,რად ჰქვია მიწის მცირე ნაწილიქვეყანას, სადაც სათვალავში ვართყველა ცოცხალი და გარდაცვლილი?!
ქვლივიძე მიხეილ

ქვლივიძე მიხეილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი