↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზაზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
კვლავინდებურად ირხეოდენ ალვის ხეები,ცად ატყორცნილი ყინვის მთები ისხდენ მეფურად,კვლავინდებურად ჩურჩულებდენ ხშირი ტყეები,და ნაკადულიც ირწეოდა კვლავინდებურად.მხოლოდ ეს გული, ჩემი გული, ერთ დროს მხურვალე,ისე, ვით წინად, აღარ ფეთქდა, აღარა თრთოდა,განვლილი იყო ის გზა, როცა ყოფნის წყურვილისიკვდილის აჩრდილს აღქაფებულ ძალით ებრძოდა.ეყო გულს, ეყო გამუდმებით ქეჯნა-წვალება,ეყო თვალთ მწარე და უმიზნო ცრემლთა პკურება,გზა განვლილ იყო... და ეწვია საბრალო სხეულსსაშემოდგომო, უიმედო დაუძლურება.დრო აღარ დარჩა, რომ ახალი ვიწყო ცხოვრება,მაგრამ ეს ყოფნაც ხომ გზა არის თავისდაგვარი?ვინ უწყს, თუ რამდენს გაუვლია ამ ეკლის გზაზე,მათი ხსენებაც ქვეყანაზე ხომ აღარ არი?ალვის ხეები კი დგანან და კვლავ ირხევიან,ისევ იტაცებთ უჟამური ოცნება დიდი,ცად ატყორცნილი ყინვის მთები კი სდარაჯობენ,თუ იმათ ახლო ვინ გაივლის ან გამოივლის!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი