↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთარი ძნელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ზამთარი ძნელი, ყინვა ფიცხელი.გამწარებული სულის სიცხელე,ამაოდ ყინვის განგულებას გლოვს,გადაუღებლად თოვს.სახლები აივსო თოვლით,ქუჩები აივსო თოვლით,შუშაბანდს ცვივიან კეცები,სიცივისაგან დღე იკეცება.მოკლული ეცემა ფრინველი,მე შენზე მაწუხებს წუხილი,გულიდან გრიგალიყვიროდა წუხელი:შენ არ გაქვს სენაკი, შენ არ გაქვს სართული,სადა ხარ, ვინ იცისარც ტკბება ჰაერი,არც ცხრება ჟინი ცისთავისი უჟინო სიმძაფრით გართული.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი