↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის მოტივებიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ქვეყნად კვლავ მოდის დაფარულთა ფერთა ხსენება,მტრედისფერ გზებზე უთეთრესი გედით რხეული.იქ, სადაც მეფობს მისი ძილი და განსვენება,სიმაღლეების სიზმრებია ზამბახეული.
თოვლზე უთეთრესს, მე არ ვიცი, მას რა დავარქვა.მისი მოვლენის ზმანებისთვის მეპოვა დარდი.იყო ახალი ყვავილების ცეცხლთა აქარგვა,და იგი მხოლოდ ქვეყანაზე დარჩა წარმართი.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი