↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ბედისწერა

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6832 ნახვა

—
კლდეთა ნაპრალში ქარი ბორგავს და მიქარშავობს,მიჰქრის და მიაქვს ჩანჩქერების შორი ძახილი.კვლავ შენზე ფიქრი მომეძალა, ჩემო ქალშავო,შენსკე სავალი - მყინვარებში გავჭერ გზაწვრილი.
არ მოიშალა ბედისწერამ ჩემი ქილიკი,ჩანჩქერთა ბროლში ფერად სიზმრად აირეკლები,მტირალა ნისლებს მიეფარა შენი ბილიკი,მიეშველე, თორემ ქარაფებში ჩავიხერგები.
მიშველე, თორემ შემოგვრჩები მთებს, როგორც მითი,მყინვართა მკერდში ჩაყინული სამარადჟამოდ,აიყალყება ნაპრალებში შავი ასპიტი,გამიპობს გულს და ჩამოწვება სევდის საღამო.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი