პოეზია · ლირიკა
* * * გადმოვიარე ქედები
გადმოვიარე ქედები,სალი კლდეები, ფრიალო.ნეტავი, უსასრულო გქნაწუთისოფელო, ტიალო.მინდა, თავნება ნისლივითმთასა და ბარში ვიარო.სიამე უკვდავებისამეც მინდა გავიზიარო .თორემ მოკლეა სიცოცხლე,როგორც სიზმარი ღამისა,მალე იქცევა ლეგენდადლაღი სიცოცხლე კაცისა.მინდა, მათრობდეს მუდამასუნთქვა ლამაზი ქალისა ,მაყრული წეროების დამთებში ქუხილი ზვავისა.