↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * კვლავ დამირღვია ფიქრთა სიმშვიდე

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6831 ნახვა

—
კვლავ დამირღვია ფიქრთა სიმშვიდე,მოიჭრა ქარი, მაცნე აპრილის,კარგო, უშენოდ დღეთა მიმოსვლამწაიღო ჩემი გულის ნაწილი.ცამადნა ხელში მთვარის ნალევი,შენზე ოცნებას შევრჩი დილამდის,თითქოს ჩაიცვი ნისლის პერანგიდა მტების მიღმა გაუჩინარდი.შენში ქალური მხიბლავდა ეშხი,სინაზით კრთომა ბავშვის თვალების,ვერ გადავლახე ზღვა სიყვარულის,საპირისპიროდ ქროდნენ ქარები.რაღა ვქნა ახლა? ქარის მერნებმაარ ვიცი, საით გაგიყოლია,იმ დღიდან ფიქრთა მესაიდუმლეგულის კარავში არვინ მყოლია.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი