პოეზია · ლირიკა
* * * ილტოს ნაპირი, ჩრდილი წნორების
ილტოს ნაპირი, ჩრდილი წნორების,ყვავილთა შიბით მორთვა ჭალების,ჰქსოვდა რიჟრაჟი ჯადოსნურ სირმითწუთებს, მზის სხივთა შემობრძანების.
მე აქ მზე მწვავდა და მთების ნიავსბავშვური ფიქრი მიჰქონდა ცაში,და მეც მივქორდი მწვერვალთა მხრებზელურჯი ოცნების ფეხმარდი რაშით