↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შოთა ზოიძის პორტრეტისათვის

ზოიძე ზურაბ

2009-08-121 წთ საკითხავი535 ნახვა

—
ყველაზე მეტად უყვართ,ყველაზე მეტად უყვარს,უყვარს და ღმერთმა ნუ ქნასარ მოამადლოს უხვად...
ცა – რომანტიკა სულის,მიწა, ფუძე და ფესვი,ჰარმონიაა სრულიშოთა ზოიძის ლექსი...
უჭირავს მუჭა-მუჭასიტყვა კაჟის და ტინის,შოთა ზოიძეს უჭირს,მაგრამ არასდროს ტირის.
ხელში უჭირავს უფლისშანდალი - მეტაფორა,აცვია თეთრი ტუფლიდა უფლის ანაფორა.
არ იცის უქმე, კვირა,ტკივა და ტკივილს მალავს,შოთა ზოიძეს ტკივა,მაგრამ არ ეძებს წამალს.
გამიკვირდება, რომ თქვან,შოთა ზოიძე მღერის,დიდი ზვავების სუნთქვადა ზვირთი დიდი ღელის.
როცა ცრუ პოეტს სძინავს,შოთა ზოიძე იბრძვის,დროა ბნელი და მძიმედა სიცრუეა სიბრძნის.
შოთა ზოიძეს კლავენდღიდან ლექსების წერის,არ მოუხრია მკლავი,არ შეუცვლია რწმენა.
არ გაქცევია დრო-ჟამს,არ ჩაუგია ხმალი,ქოფაკი რაღას მოჭამს,ძაღლები მის ძვლებს ხრავენ.
როდის ყოფილა მწყრალად,როდის ყოფილა? როდის?წყნარად, ბიჭებო, წყნარად,შოთა ზოიძე მოდის!

ზოიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი