პოეზია · ლირიკა
ფიქრები ასპენდოსის ამფითეატრში
ბათუმელთა სპექტაკლ ,,ოტელოს’’დაწყებამდე და შემდეგ1.მე არაფრის თქმა არ მსურდა,ან რატომ უნდა მეთქვა,როცა მესმოდა წარსულთანცოცხალი გულისფეთქვა.სტუმარი ვიყავ, ამიტომმქონდა კრძალვა და რიდი,შევყურებ, უცხო თეატრშიჩემი სპექტაქლი მიდის.სცენაზე დრო რომ გაქვავდა,სიკვდილი ამოძრავდა,თითქმის უდაბურ ბაქანთანდავლანდე ამორძალი.
2.ვიდექ წარსულის წინაშე,დროში რომ დავივანე,მელაციცება მირაჟიდა ასპენდოსის ღამე.ფიქრი სხვა მხარეს გადადისდა მეც ჩრდილივით ვქრები,ფეხისგულს მწვავდა მხურვალე,კეცივით ცხელი ქვები.თითქოს მეც ენა დამება,დაძაბულია სმენა,ქვის კედლები და სკამებიდა, რა თქმა უნდა, სცენა.
3.აქ ზის თეატრის პატრონიც,წაღმა ტრიალებს ჩარხი,მობრძანდა იმპერატორი,ფეხზე აბრძანდა ხალხი.ვფიქრობ, ახია ყველაზე,უფალი ვეღარ იხსნის,ამფითეატრის სცენაზესუნი ტრიალებს სისხლის.მოუხმეს გლადიატორებს,სუნთქვა შეეკრა ყველას,გულგრილს არავის არ ტოვებს,აზავთებული სცენა.იყო ნამდვილი კორიდა,შოუ დღეის და ხვალის,და ორიდან ერთს ელოდაუბედო ბედი ხარის.ეს იყო მხოლოდ პროლოგი,კორიდა იყო რადგან,და გამოენთო სცენაზეთანამედროვე დადგმა.
4.ასეა წუთისოფელი,დამამხობელი ყველასი,სცენაზე ბორგავს ოტელო,ხმა მესმის დეზდემონასი,ოტელო ტირის და იქვესიცილით კვდება იაგო,არ ვიცი, ვის რა დავარქვა,ვის რა პატივი მივაგო?!
5.როცა სპექტაკლი დასრულდა,უნდა გენახათ მაშინ,ხალხს ფეხის მოცვლა არ სურდადა გუგუნებდა ტაში.ვენდობი, როგორ არ ვენდო,არაფერს ვამბობ ახალს,იმას, რაც ვნახე ასპენდოსს,სიზმარშიც ვეღარ ვნახავ.