პოეზია · ლირიკა
ქვებს გახსნია პირი
დღე ილევა შემოდგომის –ფერი ჩალის ღერის,შვილი ბანზე შემომდგარი,სამშობლოზე მღერის:
,,ლალე, ლალე,დივლი და-ლა-ლ-ე,ჩემო, ლამაზო სამშობლოვ,შენ კი გენაცვალე’’.
კავიანის ციხის ქიმზე,ქვებს გახსნია პირი,შვილი მღერის სამშობლოზე,მე კი გულში ვტირი.