↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზაქარია ჭიჭინაძე

ხალვაში ფრიდონ

2026-07-181 წთ საკითხავი52777 ნახვა

—
ჭვანის მეჩეთთან, ზემო აჭარას,მოღლილი კაცი შედგა ხურჯინით.- ზექერია ვარ, - უთხრა ეფენდის,მუსლიმანი ვარ, მაგრამ გურჯი ვარ.მოლა დაეჭვდა, თვალი მილულა,სავსე ხურჯინმა თლათ გააგიჟა.აახაჭუნა კრიალოსანი,უცნობი ლოცვად მიიპატიჟა.მოსულმა ტვირთი რომ ჩამოიხსნა,ძელს მიასვენა ისე აზიზად,ვითომ დაფლეთილ აბგაში ედოამ მემლექეთის მთელი ხაზინა.და ზაქარიამ ილოცა ჯუმა,გახსნა ყასიდად ძლივნაზიდარიხურჯინი, და თავს წამომდგარ მოლასფეშქაშ მიართვა ერთი ქითაბი.ეს "დედა ენა" იყო _ ღამეშიმოახლოებულ დღეთა გამშლელი...მოლა გაოცდა, _ ქითაბს დააცხრნენმოწყურებული მისი ბავშვები._ რა ქითაბია ნეტა ასეთი,შიგ რა წერია ასე ლამაზი?მოციქულს ძველი `ჰეგბით~ ამოვლილსმოლა ლოცავდა ყოველ ნამაზზე.ის კი, დაცვეთილქალამნიანი,გულნაღვლიანი, სახენათელი,არც ქრისტე იყო, არც მუჰამედი,იგი, უბრალოდ, იყო ქართველი.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი