↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზაფხულს გამოვედევნე

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52772 ნახვა

—
გამოვედევნე გაპარულ ზაფხულს,დიდი ხნის წინათ გზას რომ გაუდგა;ეკვატორს ქვემოთ, დაოფლილ-დაღლილსძლივს დავეწიე კეიპტაუნთან.
ვეღარ ვიცანი, სახით და ფერით,იყო შემკრთალი და ნირშეცვლილი,მოთეთრო ნისლებს ეკავათ ხელშიმზე გამთხლეული თოხლო კვერცხივით.
შორს ასდიოდა ალმური მიწას,მე ოკეანე მერტყა მორევადდა მოვრეკავდი ცხვრის ფარასავითზაფხულს სამშობლოს მოსაპოვებლად.

გემი "გიორგი ლეონიძე"

ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი