პოეზია · ლირიკა
* * * გშვენის, ქარო, სიჯიუტე, გშვენის
გშვენის, ქარო, სიჯიუტე, გშვენისაჩრდილები ხეთა, კლდეთა, მთათა,გაცილებენ, როგორც მეაბჯრენი,უსასრულოდ სდევ შორეულ გზათა.გადაივლი მთა-გორებზე ფრენით,კლდეზე ზვირტებს შეალეწავ ზღვათა,ღამის ტრამალს ქარაშოტი შენისევდას მოჰგვრის, ვით გოდება ქალთა.და როდესაც ჭირთა ვეღარმთმენიმივალ, ქარო, გაგიჟების ზღვართან,გზა მასწავლე, ზეცას გასაფრენი,ცოდვის სოფელს გამაშორე კაცთა.