↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დედაო ღვთისა, გთხოვ, მექმენ

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6826 ნახვა

—
დედაო ღვთისა, გთხოვ, მექმენშემწედ ცოდვილი სულისა,მწადს შენანება ყოვლითა,რაც ვქმენ წინაშე უფლისა.უძლურ არს კაცი მძებნელიგზისა, ტანჯვისგან შვებისა,ვერ მისწვდეს მისაწვდომელსა,გარეშე უფლის ნებისა.განკურნე სული ცოდვილთა,ცოდვათა გამო სნეული,განა მარტო მე? სხვაც ბევრიარს საცდურთაგან ძლეული.არ შევისმინეთ, უგნურთა,მცნებანი უფლისეული,ბნელსა მიერთვის უფსკრულსაგზა ჩვენგან მცდარად რჩეული.დედაო ღვთისა, უძლურ ქმენავ კაცთა საქმის ზიარად,მომეცი ძალა და სიბრძნედემონთა მოდგმის ზიანად.შემაძლებინე, მოყვასთავკურნო მტანჯველი იარა,მყავ მათად მგზავრად მარადის,ვინც უფლის გზაზე იარა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი