პოეზია · ლირიკა
საშობაო გზავნილი
მიდი _ მოდიხარ, მიმოგაქვს გულინაზამთრალი და ნაღალატევი,ვერ ამოგითქვამს ლექსი-სალბუნი,ყოვლისმთქმელი და ყოვლისდამტევი.ის გტკენდა, ვისაც სულს უბერავდი,არახალია შენი ნაღველიდა გაღონებდა ჭრიჭინა ჭორი,გასამხელი თუ ვერგასამხელი.სულ მისხალ-მისხალ აწონილიაშენი დღეების იწილ-ბიწილო,ორგული ცა და ორგული მიწაროგორმე უნდა ჩამოიცილო _`არა სიცოცხლე, არა სიკვდილი,არამედ რაღაც სხვა~ მაგრამ როდის?ფარისევლობას იფერებს მტერიდა ძმადნაფიცის იერით მოდის,მოდის ტიალი და მის თვალებშიღალატისფერი კრთის მიმოზები,ფრესკიდან ჩუმად იპარებიანფრთებდალეწილი ანგელოზები;ისევ და ისევ ბუტბუტებ ლოცვას,დანგრეულ სულს კი აგებ ხელახლა,ეს _ მერამდენედ ჩამოიქეცი!ეს _ მერამდენე ელდა გეახლა!ვაი, სანთელო აუნთებელო...ვაი, იქ გაწყდა, საცა წვრილია,სულ საღამოა და მარტოობა,სულ ნიღაბია და ტკივილია.დგები და ეძებ, ისევ და ისევეძებ საკუთარ სულის ნამსხვრევებს,აღარც დარია, აღარც _ ავდარიდა ქარი ციდან ღრუბელს აძევებს.მიდი, აღმართე სულის კედლები,მიდი, იცლება ქვიშის საათი,დრო ხომ ისეთი ულმობელია,ისეთი ავი და მუხანათი.რომ არ დაგინდობს _ ჩამოიცლებასაათი წუთით, წუთი კი წამით,ის კი 25 დეკემბერს იშვასადღაც ბეთლემში, ბაგაში, ღამით...იმას ახსოვხარ და მუდამ გხედავს _მიდი, თავიდან! ისევ თავიდან!ეგ არაფერი, რომ გაგიმეტეს,ეგ არაფერი, მზე რომ ჩავიდა,ეგ არაფერი, რომ უანგაროდარ ყვარებიხარ არცერთ სულიერს,რომ მადლი მატლად გადაგიქციესდა თაფლში შხამი გამოურიეს,რომ საშობაოდ ანთებულ სანთელსარ შეარჩინეს სითბო და ფერი,რომ შენს სახელზე გვიან კი არა,სულ არ გამოცხვა ის ობლის კვერი _მაინც ადექი, წამოიმართე,ციხე-სიმაგრედ აზიდე სულიდა ხელისგულზე დაფრენილ ფანტელსახარე შობის დღესასწაული!