↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბანალური ლექსი

სიხარულიძე ნინო

2001-08-121 წთ საკითხავი498 ნახვა

—
მინდა, მყავდეს დედა; მინდა მყავდეს შვილიდა არ მკბენდეს ქარი _ ავად აღრენილი,თვალში კრთოდეს სხივი, ბაგეს აჩნდეს ღიმი,არ სკდებოდეს გული _ დაჭიმული სიმი.მინდა, იყოს მხარი, ძლიერი და სანდო,ჩემი დარდის გუდა რომ თამამად ვანდო.მინდა, ითქვას სიტყვა _ სიყვარულის მხსნელიდა ამ სიტყვის პოვნა სულ არ იყოს ძნელი.მინდა, გზა გზას ჰგავდეს და არ იყოს მრუდე,სახლი _ სახლს და არა ასპიტების ბუდეს.მინდა, ქართულ კვირტებს არ დაატყდეს მეხიდა იმედის ფესვებს არ დაადგან ფეხი.მინდა, მყავდეს შვილი; მინდა, მყავდეს დედა,ამ ბანალურ ლექსში მე ოცნებას ვბედავ.

სიხარულიძე ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი