პოეზია · ლირიკა
უთქმელი ლექსი
უთქმელს რა ვუყო,თორემ ნათქვამი გზას დასამართალს იპოვნის თავად,უთქმელი ლექსი მაფორიაქებს,მისმა ლოდინმა გამხადა ავად.არ გამანება არაფრით თავი,არც მიმიკარა _ არა და არა!ხან ნაწვიმარ ცას მიელაციცა,ხან ქარის ხმაზე გადაიხარა.დაუსხლტა ბაგეს, დაუსხლტა კალამსდა თავის სახელს არავის უმხელს,რაც რომ ნაღდია, მალავს და ჩქმალავს,ვინ მიპასუხებს: _ რა ვუყო უთქმელს?!უჰ, სასტიკია! მხოლოდ მან იცისყველა სიმართლის თავი და ბოლო,მე _ უნდა ვიგრძნო, ვიხილო, ვიცნოდა სიტყვას გულიც ამოვაყოლო _პწკარებად უნდა ჩამოვილიოდა საყვედურსაც ვერა ვბედავდეიმ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,იმ უკანასკნელ გულისფეთქვამდე.და მხოლოდ ერთხელ დამენახვება,რას ვიზამ, ესეც ბედისწერაა,უთქმელი ლექსი განწირულ გემისმამაც კაპიტნის ბოლო მზერაა.