↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიღბები "მუზაზე"

ალბუთაშვილი ცოტნე

2026-07-181 წთ საკითხავი474 ნახვა

—
თბილისს ვეძებ... თბილისში!(ესეც თუა ცხოვრება?!)თვლემენ შავ-თეთრ ტონებშივერის ვერნისაჟები...მზერა თითქოს მათია,მაგრამ მეუცხოებამშიერი კონტურებიდა მაძღარი შარჟები.ვეძებ ვერას...რადგანაც აქ ქუჩაა ბელინსკის!თუ ვარ ჭიქის წამქცევი,რა თქმა უნდა, ვერაზე!ღმერთო, რამ გამახსენაკლინტონი და ლევინსკი,ვინ გაკიდა ეს ხალხი`მუზის” ხელის მტევანზე.ვარ ხელმწიფე გვირგვინით,თუ უსკიპტრო ვალეტი,თუ მეკობრე დრეიკი –დაშნით და არბალეტით...ჩემი გული რიფია,სული – სრული დრეიფი,ჩემი ტვინი – მუდმივიდემონების ბალეტი.ვარ ამ დროის ორძელი,მაგრამ მეფე! – მონოსი.მართობს ფეხქვეშ გართხმულიღდინგაცლილი მაცილი...მაგონდება ორი ძმა –მტლე მერილინ მონროსიდა `მუზისთვის” ნაჩუქარჩემს ძველ ნიღბებს დავცინი.

ალბუთაშვილი ცოტნე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი