↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არა, ძმაო

ალბუთაშვილი ცოტნე

2026-07-181 წთ საკითხავი478 ნახვა

—
აგყვე?.. ისე...შენგან დაგესლილი წახდა ბევრი,ვინ შენა და... კაცის ნდობა?!სად ნამუსი... ვისი დარდი.არ აგყვე და...დამთმობისაც ვიცი ბედი –გადაუვლი თავზე, ვითარცყორეს ნანეხვარი ბარდი!ხალხი ვიცი, –ორფა ენას ისე ხმარობს –სულში ჩაგიძვრება – გველივითარც ჩაეღვრება ხაროს!აგყვე, რა ვქნა?!არა, ძმაო, ღმერთმა ნუ ქნას,გავგიჟდე და შენნაირიგიჟის მარცხმა გამახაროს!ბორბალოზებროლ-ფიქალის დავდგი კოშკი –ცათამბჯენი,ცხრამხრივ კლიტე-რაზიანი,გარს ცხრაპირადშემოვარტყი ქარაშოტი –გამყივანი,უტეხი და ბრაზიანი.................................რომ არ ჩემიდაბადება მარტობისას,რომ არ გული –თქვენს სიყვარულს ნაზიარი...გაბზარავდაჩემს ლამაზ კოშკს მარტოობა –ბერბიჭობისბასრბრჭყალება ბაზიარი.ნისლიანმააპრილობამ თქვენი თმების,თვალთა თქვენთამაგ დაუნდო ნადობებმა –ამამღერესდა თვალუწვდენ სითეთრეში...ჩემი მთები –`დარბაზი” და `ნაკოშკარი” მაგონდება.

ალბუთაშვილი ცოტნე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი