პოეზია · ლირიკა
ღამე დარეჯანის სასახლეში
როგორ მინდა, ეგებ წამით,დაბრუნება გენებათ,ამ დარბაზთა სარკმლებიდანგასხლეტილო ბგერებო!მიმწუხრია, თავისთავად,შორსაა გათენება,მაინც გეძებთ მტრედის ფრთებითგაფრენილო ფერებო.ეგებ წამით, ამ დარანებსდაუბრუნოთ სინაზე,სევდიანად გადამზირალსკედლებს აივნებიანს...სადღაც, ქვემოთ, ავტოპორტრეტსმტკვარი ხატავს სილაზე, –მიმოქნეულს, ოდნავ მღვრიეს,იდუმალს და ვნებიანს.ეგებ მართლა, თქვენი ხმებით,სიოს სუსტი შეხებით,აჩრდილებთან შეხვედრისასიჩურჩულონ ვერხვებმა...მერე, ჩუმად ჩაჰყვებიანხევებს ოჩოფეხებით,წყალს დალევენ მწყურვალები,როგორც მოეხერხებათ.ნელა, ნელა, მეტეხიდანმთვარემ აიაღმართა.გაიყოლა საბერველითეთრი ღრუბლის ფთილისა...რა ხანია ნარიყალასსძინავს, როგორც საღათას,დროა უკვე, ცოტა თვალიმოატყუოს თბილისმაც.როგორ მინდა, თუნდაც წამით,დაბრუნება გენებათ,ამ დარბაზთა სარკმლებიდანგასხლეტილო ბგერებო!მიმწუხრია, თავისთავად,შორსაა გათენება,მაინც გეძებთ მტრედის ფრთებითგაფრენილო ფერებო.