↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აშლილან თეთრი ნისლები

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6827 ნახვა

—
აშლილან თეთრი ნისლები,აჰყვნენ ხეობებს კლდიანებს,ისევ თოვს საჯიხვეებში,ისევ ქარბუქი მძვინვარებს ...კვლავ თეთრი ჩოხა აცვიამწვერვალებს, ყინულიანებს.წელს წეროებმაც სიმღერითგადმოვლა დააგვიანეს.ვსერავ თოვლიან ბილიკებს,ვნატრობ რიჟრაჟებს, მზიანებს.ჩემს ნაფეხურებს ქარი შლის,სულში მიტოვებს იარებს.მკერდში ძგერს გული მღელვარე,ქვემოთ კი ილტო ღრიალებს...ვინ იცის, ფშავლის საგულესრა ცეცხლის ალი ტრიალებს...
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი