↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შატილის ცასავით

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6829 ნახვა

—
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე, მზექალო,კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარსმივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი