პოეზია · ლირიკა
ციხეგორს წავედ ვეღარა
აის ქალშავა რა იქნა,ვის ჭერხოს ამეეფარა,ციხეგორისკე მიმავალსგზაზე რო გადამეყარა? -მე იმ დღეს კოპალას ჯვართანმთვრალი ვანთებდი სანთელსა,არ მახსოვს, ხატსა ვლოცავდი,თუ იმის თვალთა ნათელსა!ვახ დედას, წუთისოფელო,ციხეგორს წავედ ვეღარა,იქნებ, კიდევა ვნახავდი,იმასთან ყოფნით მეხარა.