პოეზია · ლირიკა
ძაღლი ყმუოდა, მურია
ძაღლი ყმუოდა, მურია,დამბული ბოსლის გვერდითა,მძინარე წუთისოფელსაასძრახებოდა ყეფითა:რად გავჩნდი, რად დავიბადეძაღლი ძაღლური ბედითა,ვარ მუდამ ჯაჭვზე დაბმული,კისერზე ტყავის ღვედითა.ერთი დღეც არ მიცხოვრიაჩემის ფიქრით და ნებითა,მეც მინდა გული ვიჯეროილტოს ჭალებში რბენითა.პატრონს გავუმხელ სურვილსა,ღავ-ღუვი, კუდის ქნევითა,მაგრამ ვერ სცნობენ მეტყველნინათქომს პირუტყვის ენითა.ყურს უგდებს ღამე მდუმარი.ძაღლს თავის ბედზე მტირალსა,გულჯავრიანი მყეფარიმთა-ბარს შესჩივის იმადა:- ზამტარ და ზაფხულ ვდარაჯობჩემის პატრონის ბინასა,რო სარჩო-საბადებელიარვინ მაჰპაროს მძინარსა.ქვეყნად რა დალევს ბოროტსა,ავის თვალ-გულით მზირალსა?სიკეთეს არვინ მიფასებს,დამკვლევენ ავის მზერითა,ბევრჯელ პანღურით დამსაჯეს,ბევრჯელ კი ჯოხის ცემითა,მიდიან ჩემი დღეები,სიცოცხლით მოსაწყენითა,რას უშლის ძაღლის ძაღლობასიცოცხლეს კეთილგზიანსა?რით ვერ სჯობია ეს გულიკაცის გულს ღალატიანსა?ძაღლი ვარ, მაგრამ სიბრიყვითთემს არ მაუტან ზიანსა,არ გავხვდი ჩემსა ბუნაგსამგლების ხროვასთან ზიარსა.