↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხევსურის ქალავ

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6833 ნახვა

—
ჩუმად რადა ხარ, ჩემო ხევსურის ქალავ,როშკის ციხეზე რად არ სიმღერას იტყვი.ბებერი ლომი მტრის გულს ჯერ კიდევ ზარავს,ხევსურთა მიწა არ დაუთმია მტრისთვის.
წავა, გადივლის შატილს ნისლების ფარა,არაგვის ჭალებს დაეფინება ნაბდად.ხევსურის ვაჟას, მოდი, ნუ ეტყვი არას,მაგ თვალთა ეშხი გულში ექნების დარდად.
იცოდე, კარგო, კაცს სიყვარულის ნიჭიგაჰყვება მგზავრად, სანამ სიცოცხლით ფეთქავს.ალბათ, დაგეძებს ვინმე ხევსურის ბიჭი,მეტოქის გამო დანას მუქარით ლესავს
ასეა მუდამ მზის და ჩანჩქერთა შუქი,გული ურჩობს და მიჰყვება ტრფობის მძლე ქარს.ეწვევა არხოტს მთების სევდიან მწუხრში,ისევ დაეძებს ჯაბუშანურ მზექალას.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი