პოეზია · ლირიკა
მეცხრე
"ბაზალეთის ტბის" კითხვისას
ცხრა სიგრძითა და ცხრა განითქართველი გახლავთ ცხრაგვარი...აქედან, რვა ჰგავს ერთმანეთს,რვავე გაჭრილი ვაშლივით,ერთნაირი აქვთ სიმთვრალეც,სუფრაც ერთი აქვთ გაშლილი.ერთი, _ დაღლილი ქართველი,მეორე კიდევ _ პრანჭია,მესამე, - თუმცა ჯანმრთელი,შემკრთალი, როგორც ბაჭია.მეოთხე, არასმქონები,მაინც ლოთი და ხმაურა,მეხუთე, ცხოვრობს გონებით,ებრძვის აკაკის ღამურას.მეექვსე, სიამოვნებითმისდევს ღრუბელთა მარულას.მეშვიდე, ჩუმად რომ არის,კაცს იმ სიჩუმით აგიჟებს,მერვე, მეცხრე ცას მჯდომარი _ყველაფერს ფასად დაგიჯენს.რვაივე შერცხვეს სათემოს,უღელი მეცხრეს აცალეთ,გიყურებ, მეცხრე ქართველო,გამოჩნდი, შენ გენაცვალე.