პოეზია · ლირიკა
არაგვი
ტურისტული მოგზაურობიდანდაბრუნებულ ნაცნობს
_ აი, დუნაი, მდინარე,სხვა მდინარეს რომ არა ჰგავს,აქედან გამომდინარე _სიტყვა არა თქვას არაგვმა.
არაგვი მაინც ორღანს ჰგავს,მის ხმას რა თავში ვიხლიდი,მთელი არაგვის მონაგარსერთი დუნაით ვიყიდი...
ამას ამბობდა ქართველი,გადარეული ავსტრიით,მაშინ ვერ გითხარ სათქმელი,იმ დღიდან სათქმელს დავსტირი.
_ ეს, შენ გგონია ორღანი,ბუნებით მთვრალს და მგლოვიარს,არაგვი როცა მობღავის _მე ღმერთის რისხვა მგონია.ცრემლები დასდის მწარენი, _მოაგრიალებს როს ჭალებს,რას ამბობ, სხვა მდინარენიფეხებსაც რომ ვერ მოსჭამენ.