პოეზია · ლირიკა
ვაჟა
შატილით მოდიოდა _ დიდი მთებით,მთვარეს შეხვდებოდა ჟინვალთან,მთვარისოდენა ხინკალს მიირთმევდა _ეს დიდი ბერმუხა და მყინვარმთა.ხელები ჰქონდა _ წყაროს ამოსცლიდა,ქვეყნის მაჯისცემას უგდებდა ყურს,მერე დაჰყვებოდა, ბალახებს დაჰკოცნიდადა შეუკურთხებდა ციმბირის წყლულს!ის იყო დიდი და ის იყო სხვა,მისი მართალი სულის ცხონებამ,მერე ცხოვრებას მოუჭრა გზადა შორს გაასწრო თვითონ ცხოვრებას.