პოეზია · ლირიკა
თბილი წვიმა
ახლა რა ვუყო, როცა აღარ ხარ,ხარ ატანილი ვარსკვლავთა მიერ,ჩემთან მტვერია ისევ ამაღამდა წვიმა მოდის თბილი და მღვრიე.
ახლა რა ვუყო, როცა მარტო ვარ,ატანილი და სადღაც მიმქრალი,შენი წვიმებით მინდა დათრობადა შენი მკერდისფერი ჭიქებით.
ერთხელ სინათლეს მომტაცებ, ალბათ,სიმწვანით შეცვლი ჩემს მწუხარებას,ყველაზე ლამაზს ჩაიცვამ კაბასდა გამიტაცებ თეთრი ქარებით...
ერთხელ კი, ერთხელ და მჯერა ერთხელ,მაგრამ ამაღამ არის სიცივე,თბილი წვიმები ძვალში გამტეხენ,შენც მიმატოვე და მომიცილე.ერთხელ კი, მაგრამ მითხარი _ როდის,მე მინდა ახლა, როცა მარტო ვარ.ამქვეყნად ყველას საშველი მოდის _მე შენი წვიმით მინდა დათრობა.