↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოვლი

ჩარკვიანი ჯანსუღ

2026-07-181 წთ საკითხავი3045 ნახვა

—
თოვლი მოსულა,თოვლი მოსულა,ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით...მე, უსასრულო სივრცის მოსურნე _ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.და მაღლდებიან მთები ზეცამდედა მზისკენ იწევს სვეტი სიცივის,გარეთ სიჩუმე დგას უეცარიდა თოვლზე ხტუნავს შენი სიცილი.მშვიდობით, ჩემო ლურჯო სიზმარო,ნახვამდის, ჩემო თეთრო გვირილავ,მთელი სიცოცხლე უნდა ვიწვალო,რომ მოგაწვდინო მთიდან ყვირილი.თოვლი მოსულა,თოვლი მოსულა,ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით...მე, უსასრულო სივრცის მოსურნე _ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი