პოეზია · ლირიკა
ანტრაქტის შემდეგ
ზაფხულია და მაინც მაციებს,ვერ ვთმობ პოეტურ ვარიაციებს,უფრო თამამად მოგართმევთ ფორას,წლებს არ ჩავაცმევ შავ ანაფორას.ავუქარიბდი დროის მაქციებს,წარსულიც აწმყოდ გადავაქციე,სიზიფობს წუთი _ წამით დევნილი,მეც ვმოდერნიზობ ძველ ვოდევილით.თუ ვერ მარულობს ხვალის არილი,მოვიხსნი ნიღაბს ფერუმარილის,გედის არიას ვიმღერებ მაშინ _გთხოვთ გამაცილოთ მქუხარე ტაშით.